სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის ლექციები დასრულდა 19 02 20

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში წმინდა ვლადიმირის სემინარიის პროფესორის, დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის საჯარო ლექციები 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზი ფილიპ ლემასტერსი არის წმინდა ვლადიმირის სემინარიის პროფესორი ეთიკის მიმართულებით და მაკმიურეის უნივერსიტეტის პროფესორი რელიგიათმცოდნეობის მიმართულებით. მან ისაუბრა ქრისტიანული ქორწინების ევქარისტიული კონტექსტის, ევქარისტიული თემის პოლიტიკური მოწმობის და სოციალური მსახურების შესახებ. დასკვნითი შეხვედრა სხვა რელიგიათა აღმსარებლებთან მშვიდობისმყოფელი ურთიერთობის რესურსებს მართლმადიდებლობაში დაეთმო. შეხვედრას სტუდენტები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებონენ. ლექცია-სემინარები ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის სემინარიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სტატიები