სიახლე 

ფოთელი კუნგფუისტების წარმატება 19 02 20

ფოთში უშუს სკოლა 4 წელია რაც ფუნქციონირებს. ამჟამად ის ქალაქის სპორტისა და ტურიზმის ცენტრში შედის. სკოლას დაარსებიდანვე ვასილ დუნდუა ხემძღვანელობს. აღსანიშნავია რომ შარშან ფოთელმა სპორტსმენებმა ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს. სკოლის აღსაზრდელების აქტივში ასევე ირიცხება ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და ბრინჯაოს მედლებიც. 15-16 თებერვალს უშუ-კუნგფუში თბილისის რიგით მეათე ღია პირველობა გაიმართა, სადაც ბრწყინვალედ იასპარეზეს ფოთის სკოლის წარმომადგენლებმა და 19 ოქროს 5 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მსოფლიოში უშუ-კუნფუს 3 ძირითადი მიმდინარეობაა. სამკურნალო უშუ, სპორტული-საჩვენებელი უშუ და საბრძოლო ხელოვნება. ფოთის სკოლაში სპორტულ-საჩვენებელ უშუს ეუფლებიან. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე სწორედ სპორტული უშუ იქნა დაშვებული. ოლიმპიადა 2022 წელს გაიმართება და ვასილ დუნდუას თქმით, ფოთელი სპორტსმენები ჩემპიონობის მოპოვებას იმედოვნებენ, რისთვისაც გაძლიერებულად ემზადებიან.

მსგავსი სტატიები