სიახლე 

ფოთში ახალი პარტია „ქართული ფესვები“ დაფუძნდა 20 02 20

ფოთში, პარტია ,,ქართული ფესვები” დაფუძნდა. იდეის ავტორი და პარტიის დამფუძნებელი ამერიკაში მოღვაწე ქართველი, თენგიზ ოქროპილაშვილია. პარტიის დამფუძნებელი კრება ფოთის კულტურის სახლში გაიმართა. ყრილობაზე 301 დელეგატი დარეგისტრირდა. კრების თავმჯდომარემ ნოდარ ლიპარტელიანმა პარტიის გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით პარტიის ფოთში დაფუძნება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ფოთი საქართველოს კარიბჭეა და საქართველოს აღორძინებაც სწორედ აქედან უნდა დაიწყოს. ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ თენგიზ ოქროპილაშვილი ერთხმად აირჩია. დამფუძნებელ ყრილობას ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ, ნუგზარ კვაშალმა და ნუგზარ ერგემლიძემ თენგიზ ოქროპილაშვილის ამერიკაში წარმატებულ საქმიანობაზე და თანამემამულეთათვის მხარში დგომაზე ისაუბრეს. საპენსიო რეფორმის გატარება, სიღარიბის დაძლევა, სოფლის მეურნეობის განვითარება – ეს ახლადდაფუძნებული პარტიის პრიორიტეტებია.

მსგავსი სტატიები