სიახლე 

ფოთის საკრებულოში მესამე რიგგარეშე სხდომა გაიმართა 20 02 20

დღეს ფოთში საკრებულოს მესამე რიგგარეშე ხდომა გაიმართა. სადაც დეპუტატებმა 3საკითხი განიხილეს. საკრებულომ ფოთის ,,სპორტისა და ტურიზმის ცენტრს“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცა კრატასიუკის ქუჩაზე მდებარე,, მარტოწყალას“ ( ე.წ ,, გაზკანტორის ტბა“) და მიმდებარე ტერიტორია, სადაც თევჭერის ცენტრი უნდა მოეწყოს. საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა საკითხს ასოციაცია ,, თავისუფალი თაობისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, 15წლის ვადით , მშვიდობის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი ,,ფსიქიატრიულის შენობის“ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია საკრებულოს წევრის მაია ჩხარტიშვილის მწვავე რეაქცია რომელმაც პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. საკრებულოს მორიგი სხდომა თებერვლის ბოლოს გაიმართება

მსგავსი სტატიები