ფოთის საკალათბურთო დარბაზში, კოლხეთი 1913-ის ყოფილი მეკარის მანჩო ჩემიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მინი ფეხბურთში 2009 წელს დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელთა შორის გაიმართა. სადაც მარტვილის ,,დინამო’’, ლანჩხუთის ,,გურია’’, სენაკის ,,ეგრისი’’ და ფოთის ,,კოლხეთი’’ მონაწილეობდნენ. ტურნირი წრიული სისტემით 3 ტურად ჩატარდა.
გამარჯვება 7 ქულით სენაკის ,,ეგრისმა’’, მოიპოვა რომელმაც, I ტურში ფრედ 4:4 ითამაშა ლანჩხუთის ,,გურიასთან’’. II ტურში 5:1 დაამარცხა ფოთის ,,კოლხეთი’’, ხოლო III ტურში სძლია მარტვილის ,,დინამოს’’ ანგარიშით 4:2. II საპრიზო ადგილი 4 ქულით მარტვილის ,,დინამომ’’ მოიპოვა, რომელმაც I ტურში დაამარცხა ფოთის ,,კოლხეთი’’ ანგარიშით 6:4. II ტურში ფრედ ითამაშა ლანჩხუთის ,,გურია’’ III საპრიზო ადგილი 3 ქულით წილად ხვდა ლანჩხუთის ,,გურიას’’.
ტურნირის საუკეთესო მეკარე ფოთის ,,კოლხეთის” აჩი გვაზავა გახდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ლანჩხუთის ,,გურიას” საბა ცანავა, ტურნირის ბომბარდირი 7 გატანილი ბურთით – ნიკოლოზ გაბისონია – მარტვილის ,,დინამო’’.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
რა არის ხარისხის ინფრასტრუქტურა ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) გულისხმობს ინსტიტუციების, პროცედურების, სტანდარტებისა და ორგანიზაციათა ერთობლიობას, რომელიც...
ციტოლესი ანტიდეპრესანტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფში შემავალი პრეპარატია, რომელიც ტაბლეტებისა და წვეთების ფორმით იწარმოება. მისი აქტიური ნივთიერება ესციტალოპრამია,...
„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა დასაკონტეინერო და...