ახალი საქართველოს უნივერსიტეტში სოციალური კვლევების ლაბორატორიის“ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა თემაზე „ბულინგის პრობლემა მოზარდებში“ პრეზენტაციას ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე უძღვებოდა. კვლევა მიზნად ისახავდა ამ მიმართულებით პრობლემების გამოვლენას და მათ მოგვარებას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. კვლევამ არა მარტო ფოთი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა. სოციალური კვლევების ლაბორატორია შემდეგ საქმიანობას ახორციელებს ქართული საზოგადოების ინტერესთა სფეროში არსებული სოციალური პრობლემების, სოციალური, ეკონომიკური, გენდერული უთანასწორობის, საზოგადოებაში არსებული სოციალურად მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ კონკრეტული ჯგუფების დამოკიდებულებების შესწავლას. ლაბორატორია მიზნად ისახავს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას, ახალი სამეცნიერო კვლევების წარმოებას ფსიქოლოგიისა და სხვა სოციალური მეცნიერებების შესწავლის კუთხით. რაც უნივერსიტეტში შესაბამისი კურსებისა და ტრენინგების მეშვეობით ხორციელდება.
ირაკლი კახიძე 2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი. მისი კვლევისა და სწავლების სფეროებს სოციოლოგიის კვლევის მეთოდები, პოლიტიკური სოციოლოგია, ძალაუფლების სოციოლოგია, ინფორმაციული საზოგადოების სოციოლოგია და სოციალური მედია წარმოადგენს. პრეზენტაციას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწვლებლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
რა არის ხარისხის ინფრასტრუქტურა ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) გულისხმობს ინსტიტუციების, პროცედურების, სტანდარტებისა და ორგანიზაციათა ერთობლიობას, რომელიც...
ციტოლესი ანტიდეპრესანტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფში შემავალი პრეპარატია, რომელიც ტაბლეტებისა და წვეთების ფორმით იწარმოება. მისი აქტიური ნივთიერება ესციტალოპრამია,...
„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა დასაკონტეინერო და...