სიახლე 

ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო 04 03 20

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ, ბრიფინგზე განაცხადა. რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათამდე გასტანს. მონაწილეებს შეეძლებათ რეგისტრაცია ვებ გვერდზე online.naec.ge გაიარონ. ხელმისაწვდომი იქნება აბიტურიენტების ცნობარი, სადაც ყველა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაციაა მოცემული. თუ აბიტურიენტი პირველ ეტაპზე ვერ გაივლის რეგისტრაციას, ის გამოცდებს გამოეთიშება. საჯარო და კერშო სკოლებში კი არდადეგები 16 მარტამდე გაგრძელდება. მანამ კი ფოთში სასწავლო დაწესებულებების სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, მეორე ნაწილი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი 1 კვირით ადრე შეწყდა და არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაიწყო.

მსგავსი სტატიები