სიახლე 

ნადირობის სეზონი აგვისტოს თვეში განახლდება 04 03 20

29 თებერვალს ნადირობის სეზონი დასრულდა. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან აიკრძალა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით კონტოლს გაამკაცრებენ. აკრძალულ პერიოდში ნადირობა გამოიწვევს საჯარიმო სანქციას, ზოგ შემთხვევაში მოპოვებული ობიქტისა და სანადირო იარაღების კონფისკაციას, ასევე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც დაემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ნადირობის სეზონი აგვისტოს თვეში გაიხსნება.

მსგავსი სტატიები