სიახლე 

მარიზა გოროზიანი დახმარებას ითხოვს 17 03 20

სოციალურად დაუცველი, მარიზა გოროზიანი დახმარებას ითხოვს, ის გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს . უამინდობამ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რადგან სახლს არ გააჩნია სახურავი. სახლშიც ისე წვიმს როგორც გარეთ. ფანჯრებიდან კი ქარი ატანს. ის ფოთის მერიას დახმარებას სთხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში განაცხადეს რომ დღეს მიიღეს მარიზა გოროზიანის განცხადება, რომელიც გადაეცა შესაბამის სამსახურებს რეაგირებისთვის. ზამთარში კი მოხდა სახლის გადასახური მასალის შიფერით გადაცემით დახმარება.

მსგავსი სტატიები