სიახლე 

ფოთის საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა 18 03 20

ფოთის საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. დეზინფექცია ქალაქში მოქმედ ყველა ეკლესიაში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2 დღის წინ ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირების კრებაზე მიიღეს, რომელსაც მეუფე გრიგოლი უძღვებოდა. სადეზინფექციო სამუშაოების გამო, ეპარქიაში შემავალ ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება არ შეჩერდება და წირვა-ლოცვები ჩვეულებრივად ჩატარდება. შეგახსენებთ, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირების კრება გაიმართა, სადაც კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელეს და რამდენიმეპუნქტიანი დადგენილება მიიღეს.

მსგავსი სტატიები