სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვს 12 მოქალაქე დაემატა 24 03 20

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვს 12 მოქალაქე დაემატა. აქედან ერთი საბერძნეთიდან, 4 მარნეულიდან და დანარჩენები თურქეთიდან არიან ჩამოსულები. მათი ასაკი 24-დან 50 წლამდეა, ხუთი ქალია. საბერძნეთიდან ჩამოსული 40 წლამდე მამაკაცი სტაციონარში გადაიყვანეს,. ჯამში 65 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, ხოლო კარანტინში 7რჩება . _ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ. ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი ერთი ადამიანის ანალიზები COVID19ის გამოსარიცხად გადაიგზავნა. აღსანიშნავია რომ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდსტურდა, რაც იყო მოსალოდნელი, რადგან გამოკვლევებით და სიმპტომატიკით არ გავდა არანაირ ინფექციურ დაავადებას, სავარაუდოდ, ემოციის ფონზე აუწია სიცხე. ასე რომ ჩვენთან არის სიმშვიდე და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ ამ პროცესში ჩართულები არიან როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ადგილობრივი თვითმართველობა , ძალოვნები და ასე შემდეგ. თვითიზოლაციაში მყოფ თითოეულ ადამიანს აკონტროლებს დღეში სამ-სამი ბრიგადა. განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სტატიები