სიახლე 

ფოთში საგანგებო რეჟიმის მოთხოვნების დაცვაში მოხალისეები არიან ჩართული 25 03 20

https://www.youtube.com/watch?v=VGGNAUn6Lp4

ფოთის მერიის კოორდინებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსებთან ერთად, COVID-19- ის პრევენციის ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები , რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს. 45 მოხალისე, ამ ეტაპზე, ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის 300 ბენეფიციარისთვის საკვების შინ მიტანას, თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას აკონტროლებს. მოხალისეები ასევე ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ხსნარით ყოველდღე მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი . ფოთში დახურულია ყველა ობიექტი გარდა სურსათის და კვების პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქების. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს მარტოხელა ხანდაზმული და შეჭირვებული მოქალაქეების აღრიცხვას, რათა მოხდეს მათთვის საკვებისა და მედიკამენტების შინ მიწოდება. ფოთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი -591 41 75 20; 0493 22 12 95.

მსგავსი სტატიები