სიახლე 

ფოთის შესასვლელებში ბლოკპოსტებმა დაიწყო ფუნქციონირება 30 03 20

ფოთის შესასვლელსა და გასასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტები უკვე განთავსდა. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა,  ქალაქში შესასვლელი და გასასვლელი მკაცრად კონტროლდება.

„საპოლიციო ბლოკ-პოსტები ნიშნავს, გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას.

მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნაა დასაშვები, მძღოლი და ორი პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ.

 სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა. მისივე თქმით, შეზღუდვების გამკაცრება არ ნიშნავს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადებას.

ანალოგიური  ღონისძიებები მთავრობამ ზუგდიდშიც განახორციელა.

მსგავსი სტატიები