წყალწმინდასთან ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა 30 03 20
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში,სოფელ წყალწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
ერთმანეთს “ტოიოტასა” და “ოპელის” მარკის 2 ავტომობილი შეეჯახა,რის შემდეგაც ოპელის მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
სასწრაფო დახმარების ექიმის ქრისტინე დანელიას განცხადებით ადგილზე მისულებსა ერთი დაზარალებული და ერთი გარდაცვლილი დახვდათ. დაზარალებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება,მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ამიტომ მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
შემთხვევს ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.