სიახლე 

გაიცანით, ფოთელი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა 30 03 02

გლობალურ პანდემია “covid 19”-თან ბრძოლაში ბევრი განსხვავებული პროფესიის ადამიანია ჩართული.

მათ შორის ყველაზე დიდი შრომა ექიმ ინფექციონისტებს მიუძღვით. სწორედ ამ ადამიანების რჩევებსა და დარიგებებს ითვალისწინებენ სახელმწიფოები და მათი მოსახლეობა. მათი შრომის დასაფასებლად   მთელი საქართველოს მაშტაბით სოლიდარობის აქცია მადლიერების ტაში“  მოეწყო.

– ჩვენ კი დღეს მოგიყვებით ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტ , წარმოშობით ფოთელ  ალექსანდრე გოგინავაზე. რომელსაც   ხშირად  ვხედავთ ცენტრალურ  არხებზე   საიდანაც  გვაწვდის ინფორმაციას ქვეყანაში  არსებულ მდგომარეობაზე და რჩევებს არ იშურებს ჩვენთვის. როგორც  მამამისი, ფოთში ცნობილი ექიმი  გია გოგინავა , ჩვენთან საუბარში ამბობს, ალექსანდრემ ეს პროფესია ოჯახისთვის  მოულოდნელად აირჩია.

ალექსანდრე გოგინავამ დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, დრო დაგვითმო და მის თანამოქალაქეებს ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა

– გაითვალისწინეთ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას რჩევები, დარჩით სახლში, გაუფრთხილდით ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

მსგავსი სტატიები