სიახლე 

ფოთის ეპარქიის უპოვართა სასადილო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა 30 03 20

1997 წელს ფოთის ეპარქიასთან არსებულმა უპოვართა სასდილომ    დაიწყო ფუნქციონირება რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია „IOCC-ლაზარე“ – ს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

პროგრამის დასრულების შემდეგ, 1999 წლიდან ეპარქიამ დამოუკიდებლად გააგრძელა უფასო სასადილოს პროექტი, რაშიც სხვადასხვა პერიოდულობით მონაწილეობას  კერძო პირები და ორგანიზაციები იღებდნენ

მოგვიანებით სასადილოს შეეცვალა სტატუსი და მას ეწოდა „სამზარეულო უპოვართათვის“; უკანასკნელ წლებში ამ პროექტს შემოუერთდა სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“. 2016 წლიდან კი პროექტს შემოუერთდა „ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“;

კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების მიზეზით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო,  ,,უპოვართა სასადილო“გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მის დასრულებამდე, თითოეულ ბენეფიციარს ცხელ სადილს საცხოვრებელ მისამართზე მიუტანენ.

დღეის მონაცემებით ფოთისა და ხობის ეპარქიასთან არსებულ „უპოვართა სამზარეულოს“ მომსახურებით  57 ადამიანი სარგებლობს.

მსგავსი სტატიები