სიახლე 

საქართველოში ხვალიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება 30 03 20

ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  საგანგებო მდგომარეობა  მკაცრდება.  აქედან გამომდინარე იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით   გადადგილება, დასაშვებია მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით მგზავრობა (ავტომობილში უნდა იყოს მხოლოდ 3 ადამიანი,  მგზავრები აუცილებლად უკანა სავარძელზე)
იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა მაღაზიებსა და აფთიაქებში
იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა (დასაშვებია მხოლოდ უახლოეს აფთიაქში, მაღაზიაში ან საავადმყოფოში გასვლის შემთხვევა)
საგანგებო მდგომარეობის ვადით, იკრძალება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ანუ ცხადდება კომენდანტის საათი.

ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას პირმა უნდა იქონის პირადობის დამადატურებელი საბუთი.

მსგავსი სტატიები