სიახლე 

ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან სამხედრო ქვედანაყოფები განთავსდნენ 31 03 20

ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან სადაც ბლოკ პოსტებია განთავსებული რიგებია. ყველას, ვინც ქალაქიდან გადის თუ შემოდის თერმო-სკრინინგი უტარდებათ. მოსახლეობა თვლის რომ,ეს აუცილებელი პროცედურაა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ყველამ უნდა გაითვალისწინოს. აღსანიშნავია რომ ბლოკ-პოსტებზე სამხედრო ქვედანაყოფებიც იმყოფებიან და მაქსიმალური სიმკაცრით კონტროლდება აღნიშნული პოსტები. განსაკუთრებული ყურადღება მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილის მძღოლებს ექცევათ.იმ შენთხვევაში თუ რომელიმე მათგანს ვირუსისთვის საეჭვო ნიშანი აღმოაჩნდება მისი მოთავსება საიზოლაციო კარავში მოხდება. ადგილზე ფოთის მერი გოჩა კურდღელია იმყოფებოდა რომელმაც აღნიშნა რომ, ქალაქში სატვირთო გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ინტერვიუ გოჩა. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის კესო გელენიძის თქმით თვითიზოლაციაში მყოფი პირების შემოწმება და მონიტორინგი კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს. ინტერვიუ კესო. შეგახსენებთ რომ დღეიდან საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამკაცრდა 21საათიდან დილის 6საათამდე იკრძალება გადაადგილება და ცხადდება კომენდანტის საათი

მსგავსი სტატიები