სიახლე 

ფოთის ბაზრის ადმინისტრაცია გარე მოვაჭრეებს შეღავათებს სთავაზობს 01 04 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სამეგრელოში აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში  მოქალაქეები  არ იცავენ სოციალური დისტანციას და სხვა რეკომენდაციებს, რასაც სურსათი ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აძლევენ მოვაჭრეებს.თუ რა მდომარეობაა ამ მხრივ ფოთში ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, ფოთის აგრარულ ბაზარში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე ჩატარდა მონიტორინგი, მისი დამფუძნებლის ნოდარ კორსანტიას განცხადებით სააგენტოს წარმომადგენლები კმაყოფილი დარჩნენ არსებული მდგომარეობით. ბაზარში სისტემატურას ტარდება დეზინფექციის სამუსაოები, ყოველ დილით ტარდება მოვაჭრეთა და მთელი დღის განმავლობაში  მყიდველთა თერმოსკრინინგი. აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმის მოქმედების განმავლობაში  გარე მოვაჭრეებს ადგილებს საფასურის გადახდის გარეშე სთვაზობს ,

მსგავსი სტატიები