სიახლე 

სამეგრელოს გუბერნატორი ფოთში ბლოკპოსტების ფუნქციონირებას გაეცნო 01 04 20

ფოთში, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  ქალაქის ორივე შემოსასვლელში განთავსებული ბლოკ-პოსტების ფუნქციონირებას გაეცნო.  იქ განთავსებული პერსონალისაგან მან სამუშაო პროცესის უკეთ ორგანიზებისათვის აუცილებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და  შესაბამისი დავალებები გასცა. გუბერნატორის განცხადებით, ბლოკ-პოსტები კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს და COVID-19ის შემდგომი გავრცელების პრევენციისათვის მათ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადრეულ ეტაპზევე ხდება საეჭვო პაციენტების იდენტიფიცირება და იზოლაცია. ” ზუგდიდის ინფექციურ საავდმყოფოში გადაყვანილია ამჯერად დადასტურებული შემთხვევით ორი მოქალაქე, ასევე ფოთის ჰოსპიტალიც არის განკუთვნილი სწორედ ამ მიზნებისათვის და ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. ფოთის საგუშაგზე 6 შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს აღენიშნებოდათ მაღალი ტემპერატურა, იყო როგორც საქართველოს ასევე სხვა ქვეყნის მოქლაქეები, შესაბამიასად იქნა ღონისძიება გატარებული, გადაყვანილ იქნა სამდიცინო დაწესებულებაში ნაწილი, ნაწილი კი გაცილებულ იქნა თურქეთის საზღვრამდე” განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ

მსგავსი სტატიები