ფოთში კომენდანტის საათის პირველმა ღამემ ექსცესების გარაშე ჩაიარა 01 04 20
ფოთში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის პირველმა ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ქალაქის მერის თქმით განსაკუთრებული დარღვევები არ ყოფილა. მოქალაქეები შეძლებისდაგვარად იცავენ რეკომენდაციებსა, იყო რამდენიმე მითითება, რომელიც გაიცა პოლიციის თანამშრომლების მიერ, ასევე გამოწერილ იქნა სამი ჯარიმაა ფიზიკურ პირზე და ერთი ჯარიმა იურიდიულ პირზე, რომლებიც უკავშირდებოდა საგანგებო წესების დარღვევას.ფოთში არსებულ ცხელების ცენტში გადაყვანილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, მათ სკრინინგო-თერაპიის კვლევის შედეგად გამოუვლინდათ მაღალი ტემპერატურა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მათი ანალიზები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ფილიალში აცხადებენ, რომ COVID 19 -ით ინფიცირებულთა შემთხვევები მაღალი ალბათობით ქალაქშიც დაფიქსირდება, თუმცა მოსახლეობას სრული სიმშვიდისაკენ მოუწოდებენ, რადგან სახელწიფოში არსებული ყველა შესაბამისი სამსახური კვალიფიციურად მუშაობს პრევენციული ზომების გასატარებლად.