სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსი არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა 02 04 20

ბლოკ პოსტებზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობდა განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მედიასთან საუბარში. ის მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ სახლში და საჭიროებების შემთხვევაში ცხელი ხაზით ისარგებლონ. მისივე განცხადებით წუხანდელმა ღამემ ქალაქში მშვიდად ჩაიარა  და ყველა სიცოცლისთვის საჭირო სტრატეგიული ობიექტი შეუფერხებლად მუშაობდა.  ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით გუშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ რამდენიმე პაციენტი მაღალი ტემპერატურით იქნა შემოყვანილი, მათი ანალიზები გადაგზავნილ იქნა ლუგარის ლაბორტორიაში და ვირუსი არ დაუდასტურდათ. ფოთის ჰოსპიტალში ზუგდიდიდან  გვიან ღამით გადმოყვანილ  ორ პაციენტსაც  კლინიკურად „კოვიდ 19“-ისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღმოაჩნდათ. ეს პაციენტები დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი არიან,  . საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ რომ ყველა იმ პაციენტს რომელიც ცხელების ცენტრში იმყოფებოდა არც კლინიკურად და არც ლაბორატორიული კვლევის შედეგად „კოვიდ19“ არ დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში ფოთში 24 ადამიანი იმყოფება კარანტინში კი 5.

მსგავსი სტატიები