სიახლე 

ფოთის სკოლებში დისტანციური სწავლება ინერგება 02 04 20

მაშინ როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის, განათლების სისტემა სასკოლო განათლების ახალ რელსებზე გადადის. მსოფლიო პანდემიის გამო დახურულმა სკოლებმა, მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე გავლენა რომ არ იქონიოს, ამისთვის მთავრობა დისტანციურ სწავლებას ნერგავს. ახალი ქართული პლატფორმის მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება აქვთ ონლაინკლასში ერთდროულად ჩაერთონ. ფოთის 15-ვე სკოლაში საგაკვეთილო პროცესი რამდენიმე დღეა ვებ-კამერის მეშვეობით ხორციელდება. ფოთის განათლების რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ინტერნეტთან წვდომის პრობლემა მოსწავლეებს არ აქვთ და ონლაინ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს . ონლიან სწავლება სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებითაა შესაძლებელი. მათ შორის უკვე გამოჩნდა პირველ ქართული ალტერნატიული პლატფორმა feedc edu, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა.

მსგავსი სტატიები