სიახლე 

ფოთში საქველმოქმედო აქცია მოეწყო 03 04 20

დღეს ფოთშის საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომელშიც ფოთელი ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას. მათივე განცხადებით ეს გადაწყვეტილება შექმნილი რთული მდგომარეობიდან მიიღეს. ისინი სურსათით დაეხმარნენ შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს. ორგანიზატორთა განცხადებით, მათი მიზანია დაეხმარონ ოჯახებს, რომლებსაც არა აქვთ სოციალური დახმარება ან სხვა სახის შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ ფოთელმა ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელში შექმნეს გვერდი ,,დავეხმაროთ ფოთელებს” -covid 19 , სადაც შეგიძლიათ ნახოთ მათი აქტივობა. ორგანიზატორთა განცხადებით ეს აქცია მომავალშიც გაგრძელდება. დღეისმდგომარობით ფოთელი ახალგაზრდები 11 ოჯახს დაეხმარა და მათი მიზანია ადამიანთა დახმარება იმ პრობლემის დაძლევაში, რაც შექმნა covid 19-ის გავრცელებამ.

მსგავსი სტატიები