სიახლე 

გუბერნატორმა ფოთის ცხელების ცენტრი დაათვალიერა 04 04 20

სამეგრელო ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დღეს ფოთში, ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. მან ცენტრი დაათვალიერა და და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ცხელების ცენტს 23პაციენტის მიღება შეუძლია. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით გუშინ სამართალდარღვევის 26ფაქტი დაფიქსირდა. რაც შეეხება შემთხვევას რეგიონში ერთ ერთ მოქალაქეს რომელსაც დაუდასტურდა კორონა ვირუსი 27მარტს ჰქონდა კონტაქტი ზუგდიდში,ასევე წალენჯიხის რაიონის 2სოფელში. კონტაქტები უკვე გამოვლენილია და მოხდება მოქალაქეთა გადაყვანა კარანტინში. მან ასევე ყურადღება გაამახვილა აგრარული ბაზრის მდგომარეობაზე და განაცხადა რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სენაკის აგრარული ბაზრის დახურვასთან დაკავშირებით.

მსგავსი სტატიები