სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში 5 პირი რჩება 08 04 20

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულია 5 პაციენტი. ყველა მათგანი შემოყვანილ იქნა ტემპერატურით და ზოგს ქრონიკული დაავდებებიც აღენიშნება , თუმცა პნევმონია ჩამოყალიბებული არცერთს არა დაუდგინდა . მაგრამ ვინაიდან ზოგი სარისკო ზონიდან იყო ჩამოსული, ზოგს კი სამსახური აქვს საყურადღებო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში საჭიროდ ჩათვალეს, თავის დაზღვევისა და გამორიცხვის მიზნით ხუთივესთვის აეღოთ ბიოლოგიური მასალა და გაეგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. „ არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვს“_ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ. ფოთში თვითიზოლაციაში 10 პირი რჩება, 9 კი კარანტინშია გადაყვანილი

მსგავსი სტატიები