სიახლე 

ემიგრანტები სამეგრელოდან “covid -19”-ის წინააღმდეგ 09 04 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდელ ემიგრანტს, რომელიც საქველმოქმედო აქციისგან შემოსულ თანხას საქართველოში კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში, რიცხავს მადლობა გადაუხადა. გოჩა ლაგვილავა, რომელიც რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს საქართველოდან ჩატანილი მცენარეების ნერგებს ჰანოვერში ქართულ სათვისტომოსთან ერთად ყიდის, თითო ქოთნის საწყისი ფასი 20 ევროა, ქართველმა ემიგრანტმა ამ დროისთვის უკვე 1300 ევრო შეაგროვა. საქველმოქმედო აქცია შაბათს დასრულდება, რის შემდეგაც შეგროვილი თანხა საქართველოში კორონავირუსის ბრძოლის ფონდში ჩაირიცხება. ალექსანდრე მოწერელია ემიგრანტს ვიდეოზარის მეშვეობით ესაუბრა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სტატიები