სიახლე 

ფოთში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება 09 04 20

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩების და ტროტუარების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება. სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად კოსტავას ქუჩა მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოებს ფოთის მერიის სერვისების ცენტრი და და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს

მსგავსი სტატიები