სიახლე 

ფოთში კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 პირი დაჯარიმდა 09 04 20

ფოთის საკონტროლო- გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის სამინისტროსა და პოლიციის წარმომადგენლები ავტომანქანების შემოწმებასა და თერმოსკრინინგს აგრძელებენ. კომენდანტის საათის დროს დაჯარიმდა ორი პირი. ,,ფოთში, შეუფერხებლად მუშაობენ სტრატეგიული ობიექტები. მოხალისეები ფოთის ქუჩებში გადაადგილდებიან და მეგაფონებით მოუწოდებენ მოსახლეობას დარჩნენ სახლში. ისინი აწესრიგებენ რიგებს მაღაზიებთან და ბანკებთან. ყოველ საღამოს მიმდინარეობს ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები საკოორდინაციო შტაბი კი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.”-განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

მსგავსი სტატიები