სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში 15 მოქალაქეა, კარანტინში კი 9 09 04 20

„ცხელების ცენტრში შემოვიდა ოთხი პაციენტი, აქედან ერთზე აღებულ იქნა ნაცხი და გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, დანარჩენები გაეწერნენ სტაციონარზე. საეჭვოდ მიჩნეული პაციენტი 67 წლის კაცია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო მანქანამ აბაშიდან ჩამოიყვანა. მას გულის ქრონიკული დაავადება აქვს. აღენიშნება ტემპერატურა და გარკვეული ცვლილებები ფილტვში ბრონხების სახით. არა აქვს მოგზაურობის ისტორია და არც ინფიცირებულთან და არც საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტი არ ჰქონია. იზოლაციაზე გვყავს აყვანილი დამატებით 5 ტრაილერის მძღოლი, აქედან ერთი სომხეთიდან, დანარჩენები კი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ. ჯამში თვითიზოლაციაზე 15, ხოლო კარანტინში 9 ადამიანია“_განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ

მსგავსი სტატიები