სიახლე 

ფოთის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება 10 04 20

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება. სპეციალური ხსნარით ამჯერად ქუჩებთან ერთად ფოთის აგრარული ბაზრის შიდა ტერიტორია და მეგრელიშვილის სანაპირო მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოებს მერიის სერვისების ცენტრი და და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს.

მსგავსი სტატიები