სიახლე 

ფოთში კომენდანტის საათის დარღვევის 4 შემთხვევა გამოვლინდა 10 04 20

ფოთში თვითიზოლაციაში- 15, კარანტინში კი 9 პირი იმყოფება. საკონტროლო- გამშვებ პუნქტებზე გრძელდება მგზავრთა თერმოსკრინინგი და ავტომანქანების დეზინფექცია. ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით კომენდანტის საათის დროს გამოვლინდა 4 კანონდარღვევა. მისივე თქმით საკოორდინაციო შტაბისა და ადგილობრივი თვითმართველობის მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვაზე მუდმივად ხორციელდება მონიტორინგი. ის მოვუწოდებს მოსახლეობას, გააძლოიერონ თვითკონტროლი და უფრო მეტად დავიცვან წესები.

მსგავსი სტატიები