სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმში 24 ხოლო კარანტინში 2 ადამიანი იმყოფება 13 04 20

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაცია:
13 04 20
„დღეს ავუღეთ ორ პაციენტს COVID-19-ზე ანალიზი და გაიგზავნა ლაბორატორიაში. ისინი ცხელების ცენტრში გვიან ღამით ლანჩხუთიდან შემოიყვანეს. ორივე ქალბატონია, მათ მხოლოდ ცხელება აქვთ , დანარჩენი სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, რადგან ერთ-ერთი არის ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებები აქვს, ხოლო მეორე ისეთ ადგილას მუშაობდა,სადაც კონტაქტი ჰქონდა ადამიანებთან, საჭიროდ ჩავთვალეთ შეგვემოწმებინა. ასევე, თვითიზოლაციაზე ავიყვანეთ ტრაილერის მძღოლები, ამ რეჟიმში ბოლო მონაცემებით 24 იმყოფება, ხოლო კარანტინიდან შვიდი მოიხსნა და დარჩა ორი ადამიანი“_ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სტატიები