სიახლე 

ფოთში კომენდანტის საათის დარღვევა არ დაფიქსირებულა 14 04 20

ფოთის შესასვლელებთან მოწყობილ საკონტროლო- გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა თერმოსკრინინგი და ავტომანქანების დეზინფექცია გრძელდება. წუხელ, კომენდანტის საათის დროს კი ფოთში არც ერთი კანონდარღვევა არ დაფიქისირებულა. ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით ,,გრძელდება ყველა პრევენციული ღონისძიების გატარება, რაც აუცილებელია ვირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დასაცავად. მკაცრად კონტროლდება თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა, სურსათის სავაჭრო ობიექტები. მონიტორინგია დაწესებული ფასებზე კონტროლდება ქალაქის ორივე შემოსასვლელი, ტარდება მოქალაქეების თერმოსკრინინგი..

მსგავსი სტატიები