სიახლე 

რუხის სავადმყოფოს 1800 რესპირატორი გადაეცა 14 04 20

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვიტონი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა. მან საგანგებო შტაბს 1800 ცალი ,,kn95 რესპირატორი“ გადასცა. მიღებული რესსპირატორები რუხის საავადმყოფოს გადაეცემა. ლუიზა ვიტონმა სახელმწიფო რწმუნებულისგან რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პროევენციისთვის გატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ საქართველო კარგად ართმევს თავს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ლუიზა ვიტონს გაწეული დახმარებისთვის მადლობ გადაუხადა.

მსგავსი სტატიები