სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრში ამჟამად 8 პაციენტია 14 04 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ,,ამ დროსათვის ცხელების ცენტრში, ბოქსებში მოთავსებულია 8 პაციენტი, რვავე პაციენტზე აღებულია ლაბორატორიული ნიმუშები და გაგზავნილია ლაბორატორიაში. 2 მათგანის ბიოლოგიური მასალა გუშინ გაიგზავნა და 6 დღეს გაიგზავნება. ესენი არიან სხვადასხვა ლოკაციებიდან, სამი პაციენტი ლანჩხუთიდან, ერთი გარდაბნიდან, ორი ზუგდიდიდან და ორი გალიდან. მათ მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

მსგავსი სტატიები