სიახლე 

ფოთში „პოეზიის მარათონი“ ონლაინ გაიმართა 14 04 20

ქვეყანაში არსებულმა მოვლენებმა მრავალი უჩვეულო გამოწვევის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო. საგანმანათლებლო სექტორი არსებულ გამოწვევებს სხვადასხვა მეთოდებით პასუხობს. სწორედ ამიტომ, დედა ენის კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში ,,პოეზიის მარათონი” onlain მიმდინარეობს და მასში ფოთის საჯარო სკოლები იღებენ მონაწილეობას. მარათონში ჩართულმა მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ საყვარელი ლექსი. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი საშუალებები საყვარელი ლექსის წარმოსადგენად. შეუძლიათ გამოიყენონ აუდიო/ვიდეო საშუალებები, შეარჩიონ შესაფერისი მუსიკალური გაფორმება, გააკეთონ ვიდეოჩანაწერი. და ბოლოს, ჩანაწერის დასასრულს ესტაფეტა უნდა გადასცენენ მეგობრებს, კონკურსის მასალები განთავსდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსხურის ფეისბუქგვერდზე. გამარჯვებულები გამოვლინდება მოწონებების რაოდენობით. რომლებიც მაისის თვეში დაჯილდოვდებიან. ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი

მსგავსი სტატიები