სიახლე 

ფოთში 70 წელს გადაცილებულ დევნილებს პროდუქტი გადასცეს 15 04 20

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ფოთში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა. დევნილებს პროდუქტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ დაურიგეს. სააღდგომო ნობათი ფოთში, 432 პირს გადაეცა. აქციის ფარგლებში კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დახმარებას 3000-მდე ბენეფიციარი მიიღებს.

მსგავსი სტატიები