სიახლე 

ბიომეურნეობა ფოთში 15 04 20

საცდელი სადგურის ბაზაზე შექმნილი ბიომეურნეობა ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე 26 წელია ფუნქციონირებს, მას სათავეში აგრონომიულ მეცნიერებათა დოქტორები ვიოლეტა კუცია და ოთარ ქირია უდგანან. სხვადასხვა პერიოდში მათ შეძლეს მეურნეობის არამარტო შენარჩუნება, არამედ უამრავი კაპიტალური თუ სეზონური სამუშაოების ჩატარება, სათბურების მოწყობა და მრავალი პროექტის განხორციელება. თუმცა ამ ხნის განმავლობაში წარმატებულ ბიომეურნეებს მიწის დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემები განვითარებაში მრავალ ბარიერს უქმნისმშობლების დაწყებულ საქმეში აქტიურადაა ჩართული მათი ვაჟი, პაატა ქირიაც, რომელიც ახალი ჯიშების და ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობს ჩვენი რეგიონისთვის ოპტიმალური კულტურების შერჩევას. მეურნეობის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული პაატას ჰოლანდიელი მეუღლეც, რომელიც გრანტების მოზიდვაზე მუშაობს.პაატამ ამჯერად კარტოფილის ადრეული, სათბურებში თესვის ექსპერიმენტი ჩაატარა და უკვე საადრეო მოსავალით იწონებს თავს. მისი თქმით უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია როგორც ჯიშების სწორად შერჩევა და აგროვადების მკაცრი დაცვა, ასევე ბიოსასუქების გამოყენება. პაატა ქირია აცხადებს რომ ყოველგვარი ქიმიკატების გამოყენების გარეშე, მხოლოდ ჟიჟასა და ბიოსასუქის ნარევის შეტანით, მიიღო კარტოფილის საღი მოსავალი.კორონავირუსის გამო, ამჟამად მოსახლეობის სოფლის მეურნეობით დაინტერესება გაიზარდა. ბიომეურნეები მათ მოუწოდებენ სწორად მიუდგნენ საკითხს, ნუ გამოიყენებენ უვარგის სათესლე მასალასა და შხამქიმიკატებს და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციებისთვის მიმართონ სპეციალისტებს

მსგავსი სტატიები