სიახლე 

აქცია ფოთელი “ცუცას” დასახმარებლად 27 04 20

მორიგი საქველმოქმედო აქცია განხორციელდა ფოთში. ახალგაზრდა მოხალისის, ტერეზა გალსტიანის თაოსნობით მოქალაქებმა გარკვეული თანხა შეაგროვეს .ამით შესაძლებელი გახდა მანანა ტაბიძისთვის, რომელსაც ფოთელები „ცუცას“ სახელით იცნობენ და უმეტეს დროს აღმშენებლის ხიდზე, მოწყალების თხოვნაში ატარებს, დახმარება გაეწიათ. მას ტანსაცმელი, ელექტროჩაიდანი, საკვები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა. ტერეზას განცხადებით ამ ეტაპზე, ცუცას აქვს საკვები პროდუქტები და ცოტა ხნის წინ მთვარი სადარდებელიც უსახლკარობა მოეხსნა, კეთილი ადამიანების დახმარებით მას ყოფილი ფსიქიატრიულის შენობაში საცხოვრებელი ფართი მოუწყვეს . ინტერვიუ ახალგაზრდა მოხალისის, ტერეზა გალსტიანის თქმით –“სიკეთე სიტყვებში ქმნის რწმენას. სიკეთე აზრებში ქმნის სიღრმეს. სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს.”

მსგავსი სტატიები