სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრის პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ 27 04 20

ფოთის ცხელების კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი თერთმეტივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. მათგან 7 მედიკოსია. ,,ექიმებს გეგმიურად, პრევენციის მიზნით ავუღეთ ანალიზი და საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს ,,კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა. რაც შეეხება ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულ ოთხ პაციენტს, ვირუსი არც მათ დაუდგინდათ. ექიმების შეფასებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.”- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ. დღეს კი ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში, ორი პაციენტის და ერთი მედიკოსის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ერთი პაციენტი – 11 წლის მოზარდი, 112-მა ხობიდან ჩამოიყვანა, ხოლო მეორე – წლის და ოთხი თვის ბავშვი ადგილობრივია. მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი

მსგავსი სტატიები