სიახლე 

ხვალიდან საქალაქთაშორისო მოძრაობა კვლავ შეიზღუდება 28 04 20

ფოთის მერის განცხადებით გადაზიდვის ოპერაციები ქალაქიდან რეგულარულად სრულდება . ტვირთის მომლოდინე მძღოლები ტირ-პარკში თვითიზოლაციაში იმყოფებიან . მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით დაშვებული საქალაქთაშორისო მიმოსვლა ხვალიდან კვლავ იზღუდება. გოჩა კურდღელია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად შეიკავონ თავი გარეთ გასვლისგან, რადგან სპეციალისტების აზრით მომავალი 2-3 კვირა ეპიდემიის პიკი იქნება, ფოთში სასაფლაობზე მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით კონტროლი გაძლიერებულია. სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვაზე მთავრობის მიერ 17 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენელთა მიერ, კონტროლდება ქალაქში არსებული ხუთივე სასაფლაოს პერიმეტრი და მოქალაქეებს არ ეძლევათ იქ შესვლის შესაძლებლობა. მოქალაქეთა უმრავლესობა ეთანხმება აღნიშნული გადაწყვეტილების საჭიროებას და ცდილობენ არ დაარღვიონ ის. ქალაქის მერის, გოჩა კურდღელიას განცხადებით, სასაფლაობზე გასვლის შეზღუდვა მიმდინარე წლის 22 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ქალაქის მერის განცხადებით, ის, რომ დღემდე დაინფიცირების ფაქტი ქლაქში არ გვაქვს, იმის დამადასტურებელია, რომ აღნიშნულ პრობლემას თითოეული მოქალაქე მაღალი თვითშეგნებით მიუდგა .

მსგავსი სტატიები