სიახლე 

სამეგრელოში ფერმერები გაყიდვების ახალ მეთოდებს ნერგავენ 28 04 20

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მეწარმე ნანა ფიფიას მარწყვის მეურნეობა აქვს. კორონავირუსის გავრცელებამ სხვა ფერმერების მსგავსად მასაც უამრავი პრობლემა შეუქმნა. საავტომობილო შეზღუდვის პერიოდში ფერმერებს არ ქონიათ გადაადგილების და საქმიანობის განხორციელების პრობლემა. იკლო პროდუქციაზე მოთხოვნამაც. გამოსავალი მეწარმემ შინ მიტანის სერვისის დანერგვით იპოვა. სამხარეო და ადგილობრივ ადმინისტრაციებთან თანამშრომლობით მოგვარდა ტრანსპორტირების საკითხი და ამ პერიოდში უკვე 3 ტონა პროდუქციის რეალიზება მოახდინეს. ნანა ფიფია აგრარული ბაზრების გახსნის შემდეგ მარწვის შეტანას უკვე ბაზრობებზეც დაიწყებს.

მსგავსი სტატიები