სიახლე 

ფოთელ პაციენტებს კორონავირუსი კვლავ არ დაუდასტურდათ 29 04 20

წუხელ გვიან ღამით ჩამოვიდა პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან, გუშინწინ გაგზავნილ 25 ანალიზში კორონავირუსი არავის დაუდასტურდა, აღსანიშნავია რომ მათ შორის 23 სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი იყო, რომელთა გადამოწმება დავადების პრევენციის მიზნით მოხდა. სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი გუშინ გაგზავნილი 17 ანალიზის პასუხი, რომელთ შორის 15 სამედიცინო დაწესებულების პერსონალის ბიოლოგიური მასალაა.ამჟმად ფოთის ცხელების ცენტრში ლუგარის ლაბორატორიაში გასაგზავნად 5 პაციენტის ანალიზი მზადდებაადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მედპერსონალის იმ ნაწილს, რომელსაც შეხება აქვს საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებთან, 14 დღეში ერთხელ „კოვიდ-19“-ზე კვლევა ჩაუტარდება.

მსგავსი სტატიები