სიახლე 

დღეს ფოთში საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს 29 04 20

ფოთში დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში ორი მნიშვნელოვანი საკითხი იყო: საკრებულოს თვმჯდომარის არჩევა და ფოთის მერის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში. უმრავლესობამ ბექა ვაჭარაძის კანდიდატურა წარადგინა. სხდომას 22 წევრი ეწრებოდა, თუმცა ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ საკრებულოს 21-მა წევრმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ. არსებული ინფორმაციით, არჩევნებში მინაწილეობას აპირებდა ,,ქართული ოცნების“ კიდევ ერთ წევრი თორნიკე შონია, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით კენჭი მხოლოდ ვაჭარაძის კანდიდატურას უყარეს. 19 მომხრით ორის წინააღმდეგ საკრებულომ ბექა ვაჭრაძე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ დაამტკიცა. შესვენების შემდეგ საკრებულოს წევრებმა მერის ანგარიში მოისმინეს. გოჩა კურდღელიას თქმით შარშანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, მან ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილი შტაბის მუშაობაზე ისაუბრა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მერს მთელ რიგ საკითხებში არ დაეთანხმნენ და საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია პასუხისგებაში მიეცა და მას გამოძიება რამდენიმე კანონდარღვევას ედავება.

მსგავსი სტატიები