სიახლე 

დისკუსია „ ბრძოლა კოვიდ 19-თან და ევროკავშირი“. ფოთი 29 04 20

„ ბრძოლა კოვიდ 19-თან და ევროკავშირი“

-ევროკავშირმა საქართველოს 182 მილიონი ევროს დახმარება უკვე გამოუყო

 – უახლოეს პერიოდში ევრო გაერთიანება საქართველოსთვის დამატებით 150 მილიონის დახმარების გაწევას გეგმავს – როგორ დაიხარჯება თანხა? -გვპასუხობს დავით ბუჯიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგარაციის დეპარტამენტის დირექტორი

-რა მითები ვრცელდება ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ევროკავშირის შესახებ ? როგორ ართმევს თავს პანდემიას ევროგაერთიანება? – გვესაუბრება კახა გოგოლაშვილი, ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში. მისივე ინფორმაციით, მომდევნო ათ წელიწადში ევროკავშირი საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 3 მილიარდ ნახევარს გამოუყოფს;

– ევროკავშირის დახმარებით ფოთის საკრებულო, სხდომების ონლაინ ტრანსლირებისთვის აღჭურვა ტექნიკით აღიჭურვა. რა პროექტები ხორციელდება ადგილობრივ დონეზე ევროკავშირის დახმარებით? ამ თემაზე კი ფოთის მერის თანაშემწე ნინი გვასალია საუბრობს.

დისკუსია მომზადებულია პროექტის, “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში

მსგავსი სტატიები