სიახლე 

99 ფოთელი მედიკოსის ანალიზის პასუხი ცნობილია 01 05 20

ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ წლისა და ერთი თვის ბიჭუნას ,, კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა. მისი ანალიზის პასუხი დღეს დილით გახდა ცნობილი. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ამჟამად, ცხელების ცენტრში 48 წლის ქალბატონი იმყოფება. რომელიც შემოყვანილია ლანჩხუთიდან. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. ახლა მიმდინარეობს მისი ბილოგიური მასალის აღების პროცესი რათა გაიგზავნოს ლუგარის ლაბორატორიაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის , ნანა მხეიძის ინფორმაციით ამ კვირაში ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით ლუგარის ლაბორატორიაში 99 ფოთელი მედიკოსის ანალიზი გაიგზავნა. არც ერთ მათგანს ,,კოვიდ 19″ არ დაუდგინდა. ,,მედიკოსების კვლევა გეგმიური ხასიათის იყო და პრევენციის მიზნით განხორციელდა. მისივე თქმით გამოვიკვლეული იქნა ის ადამიანები, რომლებსაც საეჭვო პაციენტებთან აქვთ შეხება. სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების კვლევები მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები