სიახლე 

ფოთის აგრარული ბაზრის წარმომადგენელი გარე ვაჭრობას აპროტესტებს 05 05 20

დღეს აგრარული ბაზრის მთავარმა ვეტერინარმა განცხადება გაავრცელა. მისი Თქმით იმ დროს ,როცა ბაზრის ადმინისტრაცია Ძალისხმევას არ იშურებს, რომ ყველანაირი სტანდარტები და მოთხოვნები იყოს დაცული, გარე ვაჭრობა უკონტროლოდ მიმდინარეობს და საფრთხეს უქმნის მომხმარებელსაც და მოვაჭრეებსაც. ნათია პატარაიას განცხადებით Შესაბამისი სამსახურები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ამ პრობლემის მოგვარებას და ამას Შეიძლება სავალალო Შედეგები მოყვეს.
ფოთის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ და განცხადებას ხვალ გაავრცელებენ.

მსგავსი სტატიები