სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრში განთავსებულ 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 06 05 20

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებული ცხელების კლინიკის ხუთ პაციენტს ,,კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა. ექიმების შეფასებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ნაწილი მალე გაეწერება კლინიკიდან, ნაწილი კი მდგომარეობის შესაბამისად გაიგზავნება შემდგომი მკურნალობის მიზნით. დღეს კლინიკაში 3 პაციენტი შემოიყვანეს- 31 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან, 27 წლის მამაკაცი ფოთიდან და 20 წლის ქალი ჭალადიდიდან. ყველა მათგანს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე აღებულია და იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.”- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი სტატიები