სიახლე 

ფოთში ფონდ “აფხაზეთის” წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს 06 05 20

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ (CHCA) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით აგრძელებს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მუშაობას მათ მიერ სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში შერჩეულ იქნა დევნილთა 100 კოლექტიური ცენტრი და მაისის თვეში ამ ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, ასევე მოხდება მათთვის დასასუფთავებელ ჰიგიენური საშუალებების ნაკრების გადაცემა. დღეს ფოთში ფონდ ,, აფხაზეთის “ს წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს რომ,მელიც მოიცავდა თემის ლიდერების გადამზადებას და ბეჭდური მასალების გავრცელებას.პროექტის მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისათვის პირველადი სასურსათო პროდუქტების გადაცემა და საერთო მოხმარების სველი წერტილების რეაბილიტაცია.

მსგავსი სტატიები